26 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
თავდასხმა იტალიაში - შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია 6 ადამიანი

თავდასხმა იტალიის ცენტრალურ ქალაქ მაჩერატაში - შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ავტომობილიდან გაუხსნა ცეცხლი.

წინასწარი მონაცემებით, სროლის დროს 6 ადამიანი დაიჭრა, ყველა მათგანი უცხოელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე ფერადკანიანი მიგრანტები გახდნენ.

სროლის ხმა ქალაქის რამდენიმე ადგილას ისმოდა, მათ შორის, რკინიგზის სადგურთანაც.

სამართალდამცველბმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან ორი საათის შემდეგ დააკავეს. ის 28 წლის ადგილობრივი და ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრია.

საგანგებო განცხადება გაავრცელა მაჩერატას მერმაც. მან მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. 

 

დღის ამბები