26 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
მასწავლებლები, ლამის, დაუქვემდებარეს უბნის მაყურებლებს და ეს აისახება სკოლაზე - ზოდელავა სკოლებში გახშირებულ დანაშაულზე

უკრაინაში ევროკავშირის რეფორმების ექსპერტი, მურთაზ ზოდელავა, სკოლებში გახშირებულ დანაშაულს განსხვავებული აქცენტების ეთერში აფასებს.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველა ღონით უნდა ებრძოლოს ქურდულ მენტალიტეტს.

„3500 საარჩევნო უბანია საქართველოში, მათგან, დაახლოებით, 3400 არის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. საარჩევნო კომისიის წევრების უმეტესობა არიან მასწავლებლები, ეს მასწავლებლები, ლამის, დაუქვემდებარეს, უბნის მაყურებლებს. ეს რომ არ აისახოს სკოლაზე, ეს უკვე შეუძლებელია, ეს პროცესი აისახება სკოლაზე,“ - განაცხადა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა აღნიშნავს, რომ ბავშვები როდესაც ასეთ გარემოს ხედავენ, როგორც მოდას, ისე მიჰყვებიან.

დღის ამბები