04 მაისი 2024,   13:25
ვრცლად
არ მგონია, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი იქნება ბოლო არჩეული პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი

"არ მგონია, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი იქნება ბოლო არჩეული პრეზიდენტი," - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში განაცხადა.

 

მას კიდევ ერთხელ მოუწია იმ საკითხზე საუბარი, აპირებს თუ არა პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ მას ეს საკითხი გადაწყვეტილი არა აქვს. თუმცა, ისიც დასძინა, რომ არ ჰგონია,  "საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი იქნება ბოლო არჩეული პრეზიდენტი". 

„არ მაქვს ეს შეფასებული ბევრი მომენტის გამო. პირველი, როდესაც ვუყურებ შეზღუდულ უფლება-მოსილებებს, მეორე, როდესაც ვუყურებ, რა დინამიკა უნდა შეიქმნას, ანუ ბევრი თვალსაზრისით... მიუხედავად იმისა, რომ სულ მაკრიტიკებდნენ, 4 წელიწადი ისტერიულ მდგომარეობაშია ყველა, რატომ გამოიყენა ვეტოს უფლება და ა.შ., გარედან ეს მაინც დემოკრატიის ელფერს ქმნიდა. ამ იმიჯში კი მუდმივად მე ვიხდიდი ფასს. ღირს, რომ?! იქნებ, სჯობდეს, იყოს ერთპარტიული მმართველობა, პრეზიდენტიც ამ მმართველობიდან იყოს და როგორ გამოჩნდება საქართველო და როგორ დადგება ის კითხვები, რომლებსაც ჩემი განსხვავებული აზრით მე ვხსნიდი და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს ვაჩვენებდი, ამას ვნახავთ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები