04 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლის თვალწინ დაჭრეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

დღის ამბები