26 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
70 მეტრის სიმაღლის გიგანტური რაკეტა - "ფალკონ ჰევი" ისტორიული მისიის შესასრულებლად გაემგზავრა  

70 მეტრის სიმაღლის გიგანტური რაკეტა "ფალკონ ჰევი" კანავერალის კონცხიდან ისტორიული მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. პლატფორმა ხომალდმა წარმატებით დატოვა და რამდენიმე წუთში ატლანტიის ოკეანის თავზე აღმოჩნდა.

მოსალოდნელი რისკები კომპანია "სპეის იქსის" სპეციალისტებს წინასწარ გათვლილი ჰქონდათ, მაგრამ რაკეტის გაშვებამ უპრობლემოდ ჩაიარა.

გაშვებიდან რამდენიმე წუთში გიგანტურმა რაკეტამ მთავარი ტვირთი - სილიკონის ველის მეცენატის ილონ მასკის 100 ათას დოლარიანი ელექტრომობილი ორბიტაზე გაიყვანა.

წარმატებულ ექსპერიმენტს მთელს მსოფლიოში უამრავი მაყურებელი ჰყავდა და ამ მხრივ რეკორდიც მოხსნა. გიგანტური რაკეტის გაშვებას პირდაპირ ეთერში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ფალკონ ჰევი თავის მნიშვნელობას ამართლებს. რაკეტას, რომლის შექმნაზეც 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა, კოსმოსში მძიმე ტვირთის გადასატანად გამოიყენებენ.

დღის ამბები