04 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო ეკა მიშველაძის საქმის განხილვას იწყებს

ეკა მიშველაძის საქმის განხილვა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში იწყება. საქმე ეხება "საზოგადოებრივ მაუწყებლიდან" ჟურნალისტის გათავისუფლების ბრძანებას.

ეკა მიშველაძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ მარტში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დადგენილება ბათილად ცნო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა გაასაჩივრა. ახალგაზრდა იურისტები, რომელიც ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში იცავენ, აცხადებენ რომ მიშველაძის გათავისუფლების მიზეზი დისკრიმინაციული იყო და ეს სააპელაციომ უნდა აღიაროს.

დღის ამბები