26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე - აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

მისი გატაცების ბრძანება კი, პირადად პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მუხთარლის შეფასებით, საქართველოს მოქმედი მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა.

„თბილისიდან მე საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერმინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის, სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს,“ - განაცხადა აფგან მუხთარლიმ. 

დღის ამბები