04 მაისი 2024,   02:15
ვრცლად
ავიაკატასტროფა რუსეთში - საქართველოს პრეზიდენტი რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი რუს ხალხს უსამძიმრებს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს,“-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები