26 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
„ზეგისთვის, ვაპირებთ, რომ გავაგებინოთ მისი უბედურების შესახებ,“ - დოდო გუგეშაშვილის მეგობარი

„ზეგისთვის, ვაპირებთ, რომ გავაგებინოთ მისი უბედურების შესახებ,“ - ეს განცხადება დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, სამსონ ბრეგვაძემ, გარდაცვლილი ნოდარ გუგეშაშვილის შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„დოდო არის უკეთესად, ხვალ არის დაგეგმილი, რომ ამოუღონ დრენაჟი, ამის მერე ვაპირებთ, უფრო ზეგისთვის, ვაპირებთ, რომ გავაგებინოთ მისი უბედურების შესახებ,“ - განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ.

მისი თქმით, დაკითხვის დეტალები მისთვის უცნობი და ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილი გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლებს.

დოდო გუგეშაშვილი უკვე 2 საათზე მეტია რაც გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. დაკითხვას ესწრება დაჭრილის ადვოკატიც. დოდო გუგეშაშვილი მთავარი მოწმეა მისი შვილის მკვლელობის საქმეში.

საქმის ადვოკატი ამბობს, რომ დაკითხვის პროცესი კიდევ დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება. როგორც დაჭრილის მეგობრები ამბობენ, ადვოკატი ამ საქმეში თავად დოდო გუგეშაშვილის მოთხოვნით ჩაერთო. 

ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელმა ზურგის არეში ნოდარ გუგეშაშვილს ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ხოლო მოკლულის დედა დაჭრა.

ავტორი: დავით დვალიშვილი.

დღის ამბები