26 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
დღევანდელი განაჩენით სასამართლომ მართლმსაჯულება დაასამარა - მიხეილ რამიშვილი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც დეკანოზი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატის შეფასებით, „სასამართლომ მართლმსაჯულება დაასამარა“.

„დღევანდელი განაჩენით სასამართლომ მართლმსაჯულება დაასამარა, აბსოლუტურად ყველას დაუკარგა იმედი, რომ ადამიანმა შეიძლება, თავისი უდანაშაულობისთვის იბრძოლოს და ამის შედეგად გამამართლებელი განაჩენი მიიღოს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა საპატრიარქოში არსებულ სიტუაციაზეც გააკეთა კომენტარი.

„ადამიანი, რომელიც თავისი ქცევით დიდ პასუხისმგებლობით ყველაფერს ასრულებდა, რაც პატრიარქის მხრიდან ჰქონდა დავალებული, რომელიც არ დაემორჩილა მონურ დამოკიდებულებას, მონობას, არ დაემორჩილა იმას, რაც საპატრიარქოში სუფევს. ამის გამო, რომ არ დაემორჩილა და არ გადადგა ის ნაბიჯი, რაც მათთვის მისაღებია, საჩვენებლად დასაჯეს,“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები