01 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განსახილველი მთავარი საკითხი, კვლავ მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებია.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის სპიკერს იმ მონაცემებს წარმოუდგენენ, თუ როგორ იკლო კერძო კომპანიების შემოსავალმა რეკლამებიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში.

მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში ეს მონაცემები კიდევ უფრო შემცირდება.

„საინტერესო იქნება უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ რა პოზიციებით იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. მედია ჩვენის მხრიდან დამატებით არგუმენტაციას მივაწვდით პარლამენტის თავმჯდომარეს. კერძოდ წარვუდგენთ იმ ტენდენციას, რომელიც არის კლება სარეკლამო ნაწილში და ვაჩვენებთ დოკუმენტალურად იმ ფაქტობრივ მონაცემებს, რაც ასახავს რეალურ  სურათს,“-განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

დღის ამბები