26 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე საკმარისზე მეტი კომენტარები გავაკეთე - დავით ნარმანია აუდიტის დასკვნაზე

„ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე საკმარისი და საკმარისზე მეტი კომენტარები გავაკეთე,“ - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერია ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას სასათბურე პირობებს უქმნიდა, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა ფინანსურად იზარალა.

ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და ამავე დროს, დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობენ.

დავით ნარმანია ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მისი მერად ყოფნის პერიოდში აუქციონების სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდა.

„როცა ესა თუ ის ობიექტი გამოდიოდა გასაყიდად, აუცილებლად არსებობდა მერიის მიერ კონკურსით შერჩეული აუდიტორული კომპანია, რომელიც საწყის ფასს ადგენდა, რომელიც ახდენდა ობიექტის შეფასებას და ამაზე დაყრდნობით დგებოდა საწყისი ფასი ან არსებობდა სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

დღის ამბები