26 სექტემბერი 2018,   13:44
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად გერმანიაც გაანადგურა

რაგბი ევროპის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად 0:64 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში საქართველომ ქუთაისის სტადიონზე ბელგია 47:0 დაამარცხა.

ბორჯღალოსნები მომავალ მატჩს 3 მარტს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

დღის ამბები