26 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
ნათია კაპანაძე მედიასაშუალებებზე წლების განმავლობაში განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი, ნათია კაპანაძე, დარწმუნებულია, რომ პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს მედია დგას, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "წლების განმავლობაში ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებები შემოდებულია თაროზე".

აღნიშნული განცხადება  ნათია კაპანაძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა, სადაც TV პირველის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე მსჯელობენ. საუბარია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე.

„2009 წლიდან ვეხმარებოდი მედიაორგანიზაციებს. ვხედავდი მათ ჩივილებს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. თითოეული საქმის უკან, რომელსაც ვაწარმოებდი, ეს იყო მაესტროს საქმე, იმედის საქმე თუ დანარჩენი, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა შემდეგი ტალღა, როდესაც სარედაქციო პოლიტიკა იცვლებოდა ხოლმე. თავის მხრივ ეს ცვლიდა გარემოს ქვეყენაში,“ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მედიის ჩივილების შესახებ ის წლებია, ინფორმირებულია, თუმცა, საბოლოოდ გრძელდება იმით, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები იცვლიან სარედაქციო პოლიტიკას. ის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ამაზე ღიად უნდა ილაპარაკონ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა და კონკრეტული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა ღიად უნდა ისაუბრონ და ეს არის თავდაცვის საშუალება.

ამავე თემაზე
დღის ამბები