26 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
"თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დავიწყოთ"-გერმანიის შს მინისტრი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

ოფიციალური გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე ალაპარაკდა. განცხადება ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

მიუნხენში მყოფ ქართულ დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს წარმომადგენლებს შეხვედრებისას საუბარი მოუწიათ. გერმანია შეშფოთებას გამოთქვამს თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ტენდენციის გამო და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის არ იყოს გამოყენებული.

„საქართველომ იცის, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება ჩვენ შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დავიწყოთ, ასე რომ საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის მომავალი. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია დავიცადოთ, მაგრამ რაოდენობის ზრდა შეშფოთების საგანია. კიდევ ერთი საკითხი, რაც გვაწუხებს არის ის რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შორის კრიმინალის დონე უფრო მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს,“-განაცხადა  გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა. 

დღის ამბები