24 ივნისი 2018,   13:12
ვრცლად
მაუყწყებლის შესახებ კანონპროექტი - უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების მობილიზებას იწყებს

მართველი გუნდი სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმების მობილიზებას იწყებს. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაუწყებლის შესახებ კანონს, მმართველი გუნდი დამოუკიდებელი მედიის, პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნების მიუხედავად მაინც იმ ფორმით დაამტკიცებს, როგორც მას უნდა.

ვეტოს გადასალახად ხმები მოაგროვეს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" თანაგუნდელების ერთი ნაწილი დღეს სამ-საათიან შეხვედრაზე მაინც ვერ დაარწმუნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხმა მისცეს.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ამავე კომიტეტის წევრები ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე და დავით ჭიჭინაძე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მათ რიგებს დღეს ნუკრი ქანთარიაც შეუერთდება.

გიორგი მარგველაშვილის რიგით მე-11 ვეტოს პარლამენტი ოთხშაბათს დაძლევს. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს, დამატებითი შემოსავლის მიღების კომერციული რეკლამიდანაც შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავალს დაკარგავენ, რაც მათ ფინანსური დარტყმის წინაშე დააყენებს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის შევიწროებისთვის მიიღო.

 

 

დღის ამბები