26 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ანა დოლიძეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი ხმაურიანი სხდომა და მწვავე ბრალდებები არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მისამართით. მოსამართლეები პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

საბჭოს მოსამართლე წევრები ამტკიცებენ, რომ 10 წლის წინ, ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ კომპრომატებს რუსულ მხარეს აწვდიდა. საუბარია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივაზე,” რომელთანაც დოლიძემ თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. მოსამართლეების მტკიცებით, სწორედ ანა დოლიძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენა ამ ორგანიზაციამ საქართველოს წინააღდეგ ევროსასამართლოში დავის დასაწყებად.

ანა დოლიძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მტკიცებულებად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა დღეს ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინა, სადაც ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივასა” და ანა დოლიძეს შორის თანამშრომლობის შესახებაა საუბარი.

ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თანამშრომლობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ აგროვებდა და მისი მიზანი საოკუპაციო რეჟიმის მხილება იყო.

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება დოლიძე საბჭოს კრიტიკის შეწყვეტას არ აპირებს.

დღის ამბები