26 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა - გერმანიის შსს-მ სტატისტიკა გაასაჯაროვა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. „დი ველტის“ ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში მათი რიცხვი გაიზარდა.

ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 355 შეადგინა და მიმდინარე წლის იანვარში კი გაორმაგდა და 745-ს მიაღწია.

„ქრისტიან დემოკრატებისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.

მისივე თქმით, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ სავიზო რეჟიმი შემოიღოს.

დღის ამბები