26 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
56-ე საბავშო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა


თბილისის 56-ე საბავშო ბაღში დღეს აღმზრდელობითი პროცესი განახლდა.

ჩუტყვავილას გართულებული ფორმით, 6 წლის ბავშვის დაღუპვის გამო და ჩუტყვავილას გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ერთი დღით შეწყდა.

შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები გუშინვე  ჩატარდა.

დღის ამბები