26 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალები მეოთხე დღეა, გუთას უტევენ - გაერო ვითარებას კატასტროფულს უწოდებს

სირიის სამთავრობო ძალები მეოთხე დღეა, გუთას უტევენ. ეს ერთადერთი რაიონია დამასკოს შემოგარენში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში გუთაში 10 ქალაქი და სოფელი დაიბომბა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოებიც. მსხვერპლი კი უკვე 250-ს აჭარბებს,  აქედან 50 ბავშვია.

გაერო გუთაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ სახელმწიფო დეპარტამენტიც მოუწოდებს, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას მსხვერპლის გამო ასადის რეჟიმთან ერთად რუსეთსაც აკისრებს.

ყოველი დაბომბვის შემდეგ მაშველები დანგრეული შენობებში შედიან და ხალხის გამოყვანას ცდილობენ. დაჭრილთა რიცხვი უკვე 2 ათასს აღწევს. მათი საავადმყოფოებში გადაყვანა შეუძლებელია, რადგან კლინიკებიც აღარ არსებობს.

გუთას გარდა კვლავ დაძაბულია ვითარება ჩრდილოეთით აფრინის რაიონში, სადაც ერთი თვეა, თურქეთი სამხედრო ოპერაციას ატარებს. რეგიონს ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ და მათ მხარდასაჭერად რაიონში სირიის სამთავრობო ძალების მხარდამჭერი დაჯგუფებები შევიდნენ.

ე.წ. სირიის სახალხო ძალები აფრინის მისადგომებთან შეაჩერეს. თურქეთის არტილერიამ მათ ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, მათი იერიში მოგერიებულია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები