02 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
"დამაბნეველია პრემიერის განცხადება" - არასამთავრობოები მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით კვირიკაშვილის კრიტიკას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხება.

სამოქალაქო სექტორი განცხადებას გაუგებარს უწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოში არსებული განუკითხაობის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას ჰქონდა; გარდა ამისა პრემიერის მიერ დასახელებული მოსამართლე არ არის ერთადერთი, რომლის მუშაობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„დამაბნეველია პრემიერის განცხადება, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მოსამართლე არ არის პირველ, რომლის განხილული საქმეებიც იწვევდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს. რამდენიმე მოსამართლე უკვე დაინიშნა სისტემაში, რომელთა რეპუტაცია და პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენდა საზოგადოებაში და მაშინ ხელისუფლება ყოველთვის იძახდა, რომ ისინი ვერ ჩაერევიან სასამართლო სისტემაში და მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში,“-აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არსებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილმა დღის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა. მათ შორის დასახელდა სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე - მანუჩარ კაპანაძე. პრემიერის თქმით, აუცილებელია არსებულ კითხვებს საჯარო პასუხი გაეცეს.

დღის ამბები