26 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებობს განცდა, რომ დაინტერესებული პირები კონკრეტულ პირებს მფარველობენ - ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. პროკურატურას დღეს 5 მოწმე ჰყავს გამოძახებული, თუმცა მათი ვინაობა დაცვის მხარისთვის უცნობია. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ისინი ექსპერტები არიან, ვინც გარდაცვლილთა ცხედრები დაათვალიერეს.

დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ იმ დამნაშავეებს, რომლებიც გამოძიებაში ოფიციალურად არ ფიგურირებენ, გარკვეული პირები მფარველობენ.

„საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეულ მოწმეებზე ზემოქმედება განხორციელდა. მიმაჩნია, რომ ამ აზრსა და ეჭვს აბსოლუტურად აქვს საფუძველი არსებობისთვის, ვინაიდან თუ საქმის მასალებს დავაკვირდებით, საქმე არის არაეფექტურად გამოძიებული, საქმეში დამალულია ჭეშმარიტება და არსებობს განცდა, რომ დაინტერესებული პირები კონკრეტულ პირებს მფარველობენ,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ. 

დღის ამბები