26 იანვარი 2020,   22:37
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაციები და დაკავებების სერია - დაკავებულები არიან გამტაცებლები, ნარკორეალიზატორები და მკვლელობაში ბრალდებულები

ერთკვირიანი სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით და სხვადასხვა დანაშაულის ბრალდებით დააკავებული 20-ზე მეტი პირი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე კვირა შეაჯამა.

სამართალდამცავების მიერ გამოვლენილ ფაქტებს შორის ართანაში მოხუცის გატაცების საქმეც მოხვდა. დაკავებულები არიან   დაჯგუფების წევრები, რომლებმაც 67 წლის მოხუცი ფულის გამოძალვისთვის გაიტაცეს. ის ჰყვება, რომ გამტაცებლებმა 24-საათიანი ტყვეობის შემდეგ სახლში დააბრუნეს და დაემუქრნენ, რომ თუ 26 ათას დოლარს არ გადაიხდიდა მოკლავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოხუცს შესთავაზეს, რომ თუ თანხას ვერ მოაგროვებდა მაშინ მათთვის სახლი გადაეფორმებინა.

ერთკვირიანი სპეცოპერაციების შედეგად ძალოვანმა უწყებამ სხვადასხვა დანაშაულისთვის კიდევ რამდენიმე პირი დააკავა მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, თუმცა ყველაზე მასშტაბური ოპერაცია აჭარაში ჩატარდა სადაც თურქეთის სამი და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს. 4-ვე დაკავებულს საერთო ჯამში 600 აბი კლუბური ნარკოტიკი ექსტაზი აღმოაჩნდა. თურქეთის მოქალაქეები ბათუმში სხვადასხვა ქუჩებზე ბინებს ქირაობდნენ და ნარკოტიკებს იქიდან ასაღებდნენ.

გარდა ამისა, ნარკოტიკების გასაღებისთვის უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა დაკავებული. ამ დანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ 12 ქართველი გამსაღებელი აიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები