26 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
ბავშვის იურიდიული მისამართის შეცვლა მოხდა თბილისიდან ქუთაისში, რათა ქუთაისის სასამართლომ განიხილოს საქმე - დეა გოშხეთელიანი

„ბავშვის თემით მანიპულირებას აპირებენ ჩემი ყოფილი მეუღლის მხარე. ბავშვის იურიდიული მისამართის შეცვლა მოხდა თბილისიდან ქუთაისში, რათა ქუთაისის სასამართლომ განიხილოს საქმე,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში დაზარალებულმა დეა გოშხეთელიანმა განაცხადა.

მან იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. 

„ჩემს ყოფილ მამამთილს, რომელიც არის ხონის ფსიქიატრიულის დირექტორი და ჩემს ყოფილ მეუღლეს, გიგა ბაკურაძეს, არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, რომ ჰყავდათ მეგობრები ქუთაისის სასამართლოში. მათი ერთ-ერთია ადვოკატი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ივანე აფრიდონიძე, რომელიც, მათი თქმით, რაღაც საკითხებში დაეხმარებოდა," - აღნიშნა გოშხეთელიანმა. 

დეა გოშხეთელიანის თქმით, მისი  მეუღლე, გიგა ბაკურაძე, მასზე ფიზიკურად და ფსიქტოლოგიურად ძალადობდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები