20 ივნისი 2019,   10:14
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან ქართველი იუნკერები გაიხსენეს

პარლამენტის შენობასთან ქართველი იუნკერები გაიხსენეს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. ახალგაზრდების სწორედ ამ ტერიტორიაზე, მაშინდელი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს ახალგაზრდები.

პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალთან გვირგვინი მიიტანეს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

„ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ გმირებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ, გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის. 1921 წლის 25 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე, მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით და ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართველი იუნკერების გმირობა თბილისის მერა კახა კალაძემაც გაიხსენა.

„ხანგრძლივმა ოკუპაციამაც ვერ გააუფერულა მათი თავდადება, მათი გმირობა და ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ თუ რამხელა იყო ამ ახალგაზრდების სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ, რამხელა თავდადება გამოიჩინეს,“ - აცხადებს კახა კალაძე.

 

დღის ამბები