02 მაისი 2024,   15:10
ვრცლად
შეხვედრა ერგნეთში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამი მთავარი მოთხოვნა აქვს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამ ძირითად მოთხოვნას დააყენებს.

უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, უმთავრესი მოთხოვნებია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და საქართველოს დაკავებული კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლება.

ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ობიექტური გამოძიების ჩატარება, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალების ობიექტური მიზეზი დადგინდეს.

,,ეს შეხვედრა ჩაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნით, ეს არის ტექნიკური შეხვედრა. ამოცანა არის, რამდენიმე მთავარია, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში , ის ადამიანები რომელებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ახალგორში მათ უნდა მიეცეთ გადმოსვლის შესაძლებლობა და უნდა მოხდეს ამ საქმის  სიღრმისეული გამჭვირვალე გამოძიება“- განაცხადა ქემოკლიძემ.

დღის ამბები