26 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი სასამართლოში - კონფერენციაზე ბიზნეს სექტორისა და სასამართლოს წარმომადგენლები მსჯელობენ

რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი სასამართლოში - ამ საკითხზე ბიზნეს სექტორისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კონფერენციაზე საუბრობენ.

შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით მიმდინარეობს. მთავარი გამოწვევები, რაზეც ბიზნესმენები ამახვილებენ ყურადღებას, გაჭიანურებული ბიზნესდავები და არაკვალიფიციური მოსამართლეები არიან.

„უნდა ვისაუბრო მოსამართლეთა არაკომპეტენტურობაზე, ეს სამწუხარო რეალობაა, ამას ვერავის დავაბრალებთ. უფრო მეტი უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ მეტი პრაქტიკა ჰქონდეთ მოსამართლეებს,“- განაცხადა კომპანია ”გრანდის” დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე კი ამბობს, რომ იმის მტკიცება, რომ თუ რომელიმე მხარის მიმართ არ იქნა მისთვის სასურველი განაჩენი გამოტანილი, ეს ბიზნესზე ზეწოლაა, არის სპეკულაცია. მისი შეფასებით, სასამართლო დამოუკიდებელია.

დღის ამბები