26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერების საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკება დაიწყოს

ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერების საკითხზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება დაიწყოს.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის დელეგაციის წევრებმა ფხენიანის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მათი თქმით კიმ ჩენ ინი უარს იტყვის ბირთვულ შეიარაღებაზე, თუ რეჟიმის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

გარდა ამისა, მხარეები ისტორიული სამიტის ჩატარებაზეც შეთანხმდნენ.

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს საზღვარზე აპრილში შეხვდება.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში დარეგულირდა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩრდილოეთ კორეის საზღვარი კიმ ჩენ ინის ოჯახის წევრმა - მისმა დამ, პირველად გადაკვეთა. 

დღის ამბები