26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ხეების მოჭრა სოფელ კვირიკეში - ენმ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

რამდენად კანონიერად მოიჭრა ხეები სოფელ კვირიკეში - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფელში ქარსაცავი ზოლის მოჭრაც გააპროტესტეს.

„ეს ხალხი არიან მუქთახორები, რომლებიც საერთოდ, ვერ აზროვნებენ, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ბუნება, მათთვის მთავარია, იყვნენ ყურმოჭრილი მონები და ემსახურებოდნენ ბიძინა ივანიშვილს და ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, მეტი მათ არაფერი არ აინტერესებთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სარჩელი შეგვაქვს პროკურატურაში, რადგან გამოძიებული იქნას აქ არსებული ბარბაროსობა,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბონდო თედორაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადასატანი კიდევ ერთი გიგანტური ხის გამო 100-წლოვანი ნარგავები აჭარაში, სოფელ კვირიკესთან მოიჭრა.

მთლიანად განადგურებულია ერთი კილომეტრი სიგრძის ქარსაცავი ზოლი. იმისათვის, რომ ერთი გიგანტური ხის ტრანსპორტირება შესაძლებელი გამხდარიყო, მოიჭრა 100-ზე მეტი ხე. მოსახლეობა შიშობს, რომ ქარსაცავი ზოლის გარეშე მათ პრობლემები შეექმნებათ.

დღის ამბები