26 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ჩხუბი თურქეთის პარლამენტში - დაპირისპირება საარჩევნო რეგულაციების კენჭისყრას მოჰყვა

თურქეთის პარლამენტში სადავო კანონის მიღებას ჩხუბი მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა კენჭი უყარეს საარჩევნო რეგულაციების ცვლილებას, დარბაზში დეპუტატებს შორის ჩხუბი ატყდა.

კანონპროექტს ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ირწმუნება, რომ საარჩევნო რეგულაციების შეცვლა ხელს შეუწყობს გაყალბებას და 2019 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებასაც საფრთხის წინაშე დააყენებს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნების გაერთიანების და საარჩევნო ყუთების სხვა უბნებზე გადატანის უფლებას ანიჭებს. მოგვიანებით დეპუტატებს შორის დაპირისპირებამ დარბაზიდან დერეფნებში გადაინაცვლა.

დღის ამბები