26 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
"პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან, მათ შორის ჟენევის ფორმატის შეცვლა, ჩვენს ინტერესებში არ არის"-სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ლავროვის უწყების მიერ გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში არსად ჩანს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

კაპანაძის თქმით, საქართველოს პრემიერის განცხადება და შემდეგ ამ განცხადებაზე გაკეთებული განმარტებები მხოლოდ ქვეყანას ასუსტებს.

„ის განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული, ასევე შემდგომ განმარტებები  ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, თუ პირდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე. მათ შორის, პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან, მათ შორის ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის.

მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა რაიმე კარგი გამოვიდეს იმ შემოთავაზებებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან ვითომ გაიჟღერა იმ სამაბზაციან განცხადებაში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები