26 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
"მან დარტყმა მიაყენა ქვეყნის სახელმწიფო ფუნდამენტურ ინტერესებს,“ - სამადაშვილი პრემიერის წერილზე საუბრობს

„როდესაც პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე პასუხობს რომელიღაცა პრესის დეპარტამენტის თანამშრომელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს არც შეიძლება რომ ჩაითვალოს პასუხად,“ - ეს განცხადება,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, საქართველოს პრემიერის მიმართვისადმი, რუსეთის პასუხის შეფასებისას გააკეთა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სამადაშვილმა, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" შეაფასა. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის პასუხი, რომელიც ქვეყანამ მოსკოვიდან მიიღო, არა მარტო პრემიერის არამედ მთელი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

„მას გონია, იმ მიმოწერით და იმ უსირცხვილო განცხადებით, რასაც ის აკეთებს, ის აზიანებს საკუთარ იმიჯს. მან დარტყმა მიაყენა ამ ქვეყნის სახელმწიფო, ფუნდამენტურ ინტერესებს,“ - აღნიშნავს სამადაშვილი.

სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესების დაზიანება იმ პასუხში გამოჩნდა, რომელიც მოსკოვისგან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. მისივე განცხადებით, რუსეთს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ რუსეთი კონფლიქტში გამოჩნდეს როგორც შუამავალი.

„ეს არის დაზიანება ამ ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დაკვეთას არა გიორგი კვირიკაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი ქმნის.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის ჩამდენები და მისი პოლიტიკური მფარველები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უნდა გრძნობდნენ და მათ უნდა იცოდნენ, რომ მომხდარის გამო მაღალ საზღაურს გადაიხდიან. თუმცა, მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის წერილი და ის, რაც მას საპასუხოდ მოყვა, სულ სხვა რამეს ცხადყოფს.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის შიგნით რუსეთის გავლენა იზრდება, რადგან ხელისუფლება რუსეთის შიშს ნერგავს.

დღის ამბები