26 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ადვოკატების ბრალდებას, რომ მოწმეები ჩვენებას ცვლიან პროკურორი არ ეთანხმება

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე სასამართლოში. სავარაუდოდ ის მოწმეები დაიკითხებიან, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდნენ.

„ვინაიდან ყველა მოწმემ ვინც დავკითხეთ, არსებითად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება , გვაქვს მოლოდინი, რომ სავარაუდოდ, დღეს დაკითხული მოწმეც არსებითად შეცვლის ჩვენებას.

ჩვენთვის უცნობია ვინ ეყოლება წარმოდგენილი ბრალდების მხარეს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი პირი, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნულ კონფლიქტში დღეს დავკითხავთ  აღნიშნულ პიროვნებას, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამ პირის ჩვენება“ -განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორის თქმით, მოწმეები ჩვენებებს არ ცვლიან, ისინი აზუსტებენ საკუთარ ჩვენებს.

„ბრალდებულების მხრიდან ხდება გამოძიების სტადიაზე მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება, შესაბამისად ჩვენება შეცვლილია, არ არის შეცვლილი, სარწმუნოა, არ არის სარწმუნო, ეს მხოლოდ სასამართლოს შესაფასებელია,“- ამბობს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

დღის ამბები