26 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
ამერიკის კინოაკადემიის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ამერიკის კინოაკადემიის ხელმძღვანელს, რომელიც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორია, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ჰოლივუდის პრესა წერს, რომ ჯონ ბეილის ბრალი სამმა ადამიანმა დასდო, თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

უკვე დაწყებულია გამოძიებაც. ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ამ დროისთვის არც აკადემიაში და არც ბეილის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა.

75 წლის ჯონ ბეილი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის პრეზიდენტად 2017 წლის აგვისტოში აირჩიეს.

დღის ამბები