26 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთმა ახალი სამხედრო წვრთნა დაიწყო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთმა მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო. ტაქტიკური წვრთნები „ძარწემის“ პოლიგონზე მიმდინარეობს.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში 2000 სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

მათ შორის არის არტილერია, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები. წვრთნების მიზანი მთიან ზონაში საბრძოლო ტაქტიკის გაუმჯობესება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

დღის ამბები