18 ივლისი 2018,   22:31
ვრცლად
იარაღით მუქარა და პოლიციის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორება-მწყემსი 4 პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

იარაღით მუქარა და პოლიციის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორება - კალაურის ფერმის  29 წლის მწყემსი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. ალექსი ტარაშენკოვი ჰყვება, გუშინ ღამის 02:00 საათზე ფერმაში 4 პოლიციელი მოპარული ძაღლისა და უკანონო იარაღის ძებნის მოტივით შევიდა და მისგან აღიარებითი ჩვენება მოითხოვა. მწყემსს მტკიცებით, სამართალდამცველები მას იმის აღიარებას სთხოვდნენ რაც არ ჩაუდენია, უარი შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებმა მას სკამი ჩაარტყეს და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ.

გურჯანიის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მწყემსის მიერ დასახელებული პოლიციელები მუშაობენ, მომხდარზე საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა. ნაცემი მწყემსი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები