26 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ზაალ უდუმაშვილმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აზერბაიჯანელ სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე ზალიკო უდუმაშვილმა სტუდენტებს ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალიზაციის ხელშეწყობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები გააცნო.

„მე მინდა ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანულ მოსახლეობას მივულოცო ნოვრუზ ბაირამი. ეს არის გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაული, ზოგადად სიცოცხლის დღესასწაული და მე მინდა მათ ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, აზერბაიჯანელ ახალგაზრდობასთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრა, რათა ვისაუბროთ ველა იმ თემაზე, რომელიც მათ აინტერესებთ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები