26 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 16 აპრილს ჩაინიშნა 

რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. დაკავებულების პროცესი 16 აპრილს, 10 საათზე ჩაინიშნა. მანამდე, სამივე პირი ხელწერილის საფუძველზე არის გათავისუფლებული.

დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ე.წ. ქართული მარშის 6 წევრი აიყვანა. მათგან 2 კლინიკაში იმყოფება, 1 ხელწერილით გაუშვეს, 3-ის შესახებ კი სასამართლომ გადაწყვეტილება 16 აპრილს უნდა მიიღოს.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის და 187-ე - სხვისი ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. 

დღის ამბები