26 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
ძალადობას არა აქვს არავითარი გამართლება - ირაკლი კობახიძე რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას აფასებს

„ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ.

„ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება და რა თქმა უნდა, ძალადობას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი რეაგირება და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა ამ ყველაფერში. ძალადობას სჭირდება აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ.ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. 

დღის ამბები