26 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ქვეყანას ტოვებენ

ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები ქვეყანას ტოვებენ. რამდენიმე მიკროავტობუსისგან შემდგარი კოლონა ლონდონში საელჩოს ეზოდან აეროპორტის მიმართულებით გაემგზავრა.

დიპლომატიური უწყების თანამშრომლებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, სულ 80 ადამიანი.

ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, ოფიციალურმა ლონდონმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კრემლმაც.

ბრიტანელი დიპლომატები რუსეთის ტერიტორიას კვირის ბოლომდე დატოვებენ. დღეს საღამოს ბრიტანეთის უშიშროების საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზეც იმსჯელებს.

დღის ამბები