26 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
"საქართველომ დაკარგა ძლიერი ადამიანი" - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება. სოფელ წილკანში ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უამრავი ადამიანი უცხადებს. მათ შორის მრავლად არიან ისინიც, ვინც სპეციალურად ამ მიზნით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოვიდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გურამ ბაღდოშვილმაც მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ძლიერი ადამიანი დაკარგა.

„ნაწამები რომ არის ყველამ ვიცით. ვიცით, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ძლიერი ადამიანი. იმედია, რომ სამართალი აღდგება და ყველა დაისჯება, ვინც მაგაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა ივაჟკაცოს და დაანახოს სამშობლოს, პირველ რიგში, და მსოფლიოს, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ამას უსამართლოდ არ ვტოვებთ“,- განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

სახლთან, სადაც ჯარისკაცის ცხედარია დასვენებული, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დგას და აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა.

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები