26 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
მაღაროში ჩანგრეული რეზერვუარი და ტალახით დაფარული შენობა - ბრაზილიაში 300-მდე მუშას ეძებენ
ფოტოები - Reuters. 
ქვეყნის სამხრეთ რეგიონში რკინის მადნის მაღაროში რეზერვუარი ჩაინგრა.
ტალახის მასამ მაღაროს სასადილო დაფარა.
ბრაზილიაში 300-მდე დაკარგულ მუშას ამ დრომდე ეძებენ.
მაღაროს მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.
ბრაზილიის ხელისუფლება დამატებით სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.
ადგილზე ჯერჯერობით 9 ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ჯგუფები ვარაუდობენ, რომ ტრაგედიას შენობაში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა.
რამ გამოიწვია ბრაზილიის უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის მიერ კუთვნილი საცავის ჩამოშლა, უცნობია.
ადგილზე ჯერჯერობით 9 ცხედარი იპოვეს, 300-მდე მუშას კი ამ დრომდე ეძებენ.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები