26 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
ოფიციალურად - ნეიმარი პსჟ-ს ფეხბურთელია

ოფიციალურად - მომავალი სეზონიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი პსჟ-ში იასპარეზებს. ფრანგებს ბარსელონადან ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ნეიმარი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ლა ლიგამ დაბლოკა, თუმცა გარიგება მაინც შედგა.

ნეიმარი ბლაუგრანას ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა. მან “ბარსელონასთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

დღის ამბები