26 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ზედიზედ მეორედ - რონალდო მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელია

ლონდონში ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება გაიმართა. ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

გამარჯვებული გამოვლინდა ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. საუკეთესო მწვრთნელად რეალის თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს. საუკეთესო მეკარედ ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების გოლკიპერი, 39 წლის ჯიჯი ბუფონი აღიარეს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ბარსელონას და ჰოლანდიის ნაკრების წევრი ლიკე მარტენსი გახდა. 

FIFA-მ საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა; ბუფონი, მარსელო, რამოსი, ბონუჩი, დანი ალვეში, მოდრიჩი, ტონი კროოსი, ინიესტა, ნეიმარი, მესი და რონალდუ.

დღის ამბები