18 დეკემბერი 2017,   12:48
ვრცლად
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია. ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ გამოსვლა გამთენიისას დაასრულა. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში მცირე ოქრო მოიგო, მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 220 კილოგრამი.

ტალახაძემ აკვრაშიც არ დაუტოვა ვინმეს შანსი და 257 კილოგრამი აწია. ორჭიდში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 477 კილოგრამი.

2017 წლის მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ოთხი მონაწილიდან, ორმა ოქროს მედალი მოიპოვა, ერთმა ბრინჯაო.

ანასტასია გოტფრიდი კი, პირველი ქალი ძალოსანი გახდა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი შესძინა.

დღის ამბები