09 ოქტომბერი 2024,   02:14
ვრცლად
მოწამლული სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და მკურნალობას ექვემდებარება

სერგეი სკრიპალმა მოწამვლიდან ერთი თვის შემდეგ, კრიტიკული ზღვარი გადალახა და მისი გარდაცვალების საფრთხე სავარაუდოდ აღარ არსებობს.

სოლსბერის კლინიკის ექიმების განცხადებით, ნოვიჩოკით მოწამლული ყოფილი აგენტის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და მკურნალობას ექვემდებარება.

სკრიპალები 4 მარტს რუსული წარმოების ნეიროტოქსინით მოწამლეს. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ პირველი გონს იულია სკრიპალი მოვიდა და პირველი საჯარო განცხადებაც გააკეთა. ყოფილი აგენტის შვილი ამბობს, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს.

ბრიტანული მედია დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ნოვიჩიკი, რომლითაც მამა შვილი მოწამლეს, სარატოვის ოლქში, შაჰანის სამხედრო ლაბორატორიაში დაამზადეს.

დღის ამბები