11 ოქტომბერი 2024,   22:04
ვრცლად
არა ონის კასკადს! - ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

არა ონის კასკადს! - საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების ორგანიზებით, ამ წუთებში ონის მთავარ მოედანზე იმართება. ზემო რაჭის მოსახლეობა ონის კასკადის  მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის ორგანიზატორებმა კონსულტაცია გეოლოგებთან და სეისმოლოგებთან გაიარეს, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ ონის კასკადის პროექტში არ არსებობს არც ერთი დასკვნა, რომელიც პროექტის უსაფრთხოებას დაადასტურებს.

მოძრაობის წევრების მტკიცებით, კასკადის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

აქციას სოლიდარობას ზემო სვანეთის მოსახლეობაც უცხადებს. აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ.

„რაჭას სჭირდება არა ჰესების კასკადი, კლდეების დახვრეტა და რიონის იქ მოქცევა და სოფლების დატბორვა და ამ ადამიანების გადასახლება, არამედ სჭირდება ტურიზმის განვითარება და ამ ადამიანების დასაქმება, სწორედ ამას აპროტესტებს დღეს ეს ხალხი,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი, ოთარ სირაძე.

 

დღის ამბები