ბერძენი მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს უძველესი ტრადიციით აღნიშნავენ. დიდ შაბათს მორწმუნეები სახლების აივნებიდან წყლით სავსე თიხის ჭურჭელს ყრიან. ამ ტრადიციას ძირითადად კორფუს კუნძულის მოსახლეობა მიჰყვება. ისინი დღესაც დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც ათობით დოქი დაამტვრიეს, ფრაგმენტები კი სახლში წაიღეს.
ტრადიციის მიმდევრებს სჯერათ, რომ დოქების დამსხვრევით ისინი ნეგატიურ აურას იშორებენ, ხოლო თიხის ნამსხვრევები მათ წარმატებას მოუტანს.
წყლით სავსე ჭურჭლის დამსხვრევის რიტუალის ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ისტორიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ტრადიცია მე-14-მე-18 საუკუნეებიდან მოდის, როდესაც კორფუს ვენეციელები მართავდნენ. ისინი ძველ ნივთებს ფანჯრიდან ახალი წლის აღსანიშნავად ყრიდნენ.