
შინაგან საქმეთა სამინისტროში 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის, დაკავებას ადასტურებენ. დაკავებული ვეფხია ბაქრაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობის ბრალდებით მანამდეც იყო გასამართლებული.
შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. შსს დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ დღის ბოლომდე წარუდგენს.
„აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ იყო ცნობილი 2015 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 1217-ე მუხლით, კერძოდ, მან ოჯახის წევრის მიმართ, მოკლულის დედის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განახორციელა, რისთვისაც 2015 წელს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, პრეზიდენტის შეწყალების აქტით, ვ.ბ.-ს სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა.