24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილი

"ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში ქართული ოცნების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი.

კვირიკაშვილის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

“შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენ პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი. დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები